მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ოჟიოში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოლფის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა განათების ბოძს შეეჯახა.
ავტომობილში სამი ადამიანი იმყიფებოდა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.