ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი კლინიკაში გადაყვანა სცადა, მაგრამ მოზარდი გზაში გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.