შემთხვევა საგარეჯოში, 11 ნოემბერს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს სახლში მიაკითხა, მოტყუებით გაიყვანა, რის შემდეგაც სასტიკად გაუსწორდა და თავში ქვა ჩაარტყა.
დაშავებულს მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს.
დაკავებული, ცოტა ხნის წინ, ამნისტიით განთავისუფლდა.