"ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "დავალების შემსრულებლები" უწოდა.

მისი თქმით, კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ქართველი ოლიგარქის მითითებებით ხელმძღვანელობს.

"ის, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, ვერ ხვდება, ვერ ბედავს, შეიძლება კარგადაც ხვდებიან, მაგრამ ის ერთი კაცი რომ არის, რომელიც მართავს ამ სიტუაციას რეალურად, იმ ერთმა კაცმა თქვა, ეს ქალი არ დამანახოთ ახლა სცენაზეო და ეს იყო შემსრულებლების მიერ შესრულებული დავალება და არა რაიმე სხვა. კიდევ ერთხელ ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპული მიმართულებით სხვა იმიტომ გვჭირდება, რომ პოლიტიკურმა კლასმა მოიმატოს ქვეყანაში. პოლიტიკური მაღალი კლასი ნიშნავს, გამართულ ეკონომიკას, პოლიტიკურ სისტემას კარგად აწყობილს, ერთი რიგითი ადამიანის უფრო მეტ მონაწილეობას ყველანაირ ცხოვრებაში და ჩვენ ამ სტატუსმა მოგვცა ძალიან დიდი შესაძლებლობა. ის ხელისუფლება, რომელიც დღეს სცენაზე იდგა, ისინი რომ ხელისუფლება არ არიან, ეს ხომ ვიცოდით ჩვენ. ისინი არიან უბრალოდ შემსრულებლები", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.