„ოცნების“ ამომრჩეველი თავისკენ შეიძლება მიიზიდოს გიორგი გახარიამ და პოლიტიკურად გააქტიურების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ  „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ეს ამომრჩეველი რომელი პარტიისკენ შეიძლება გადაიხაროს ყველაზე მაღალი ალბათობით? ამის ყველაზე მეტი შანსი, რომ ეს ამომრჩეველი თავისკენ მიიზიდოს, აქვს ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას. ყველაზე მეტად გამწარებით, გაღიზიანებით, ღვარძლით ვიზედაც ლაპარაკობენ დღევანდელი მმართველი პარტიის მოლაპარაკე თავები, ეს არის სწორედ გიორგი გახარია, რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე დიდ საშიშროებას ის წარმოადგენს მათი ხმებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით, რამდენ პარტიაზე გადანაწილდება, ეს ნაკლებად უქმნის სახელისუფლებო პარტიას პრობლემას. პრობლემის შემქმნელი შეიძლება აღმოჩნდეს, სწორედ გიორგი გახარია, რომელიც „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი იყო, სწორედ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე შეიძლება პოლიტიკური გააქტიურების შემთხვევაში, ერთგვარად აღმოჩნდეს მიზიდულობის წერტილი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში.