“ყველას გვახსოვს შარშანდელი მარტის სპექტაკლი, როდესაც “ხალხის ძალის” ინიციირებული კანონპროექტი წაუკითხავად გააპროტესტებინეს გზააბნეულ საზოგადოებას. მაშინაც ერთი დირიჟორი ჰყავდა პროცესებს და პროტესტის საწყის ეტაპზე მოახდინეს ინსინუაციური კამპანიის წამოწყება, თუმცა მალევე ბუმერანგივით შეუბრუნდათ საკუთარი განზრახვა და პროტესტი, როგორც გრძელვადიანი სამოქალაქო ამბოხი ჩაუვარდათ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, “დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ ოპოზიციის და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება”.
ქადაგიძის თქმით, ოპოზიცია დღეს უფრო დიდი თავსატეხის წინაშე დგას, როგორ დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას და “ლგბტ” - პროპაგანდის წინააღმდეგ ასამუშავებელ კანონს რა დაუპირისპირონ.
“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ ოპოზიციის და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება.” - შალვა პაპუაშვილი ყველას გვახსოვს შარშანდელი მარტის სპექტაკლი, როდესაც “ხალხის ძალის” ინიციირებული კანონპროექტი წაუკითხავად გააპროტესტებინეს გზააბნეულ საზოგადოებას. მაშინაც ერთი დირიჟორი ჰყავდა პროცესებს და პროტესტის საწყის ეტაპზე მოახდინეს ინსინუაციური კამპანიის წამოწყება, თუმცა მალევე ბუმერანგივით შეუბრუნდათ საკუთარი განზრახვა და პროტესტი, როგორც გრძელვადიანი სამოქალაქო ამბოხი ჩაუვარდათ. დღეს კი უფრო დიდი თავსატეხის წინაშე დგანან, როგორ დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას და “ლგბტ” - პროპაგანდის წინააღმდეგ ასამუშავებელ კანონს რა დაუპირისპირონ? • არა რუსულ კანონს? - შარშან გაცვითეს “ნარატივი” და დღეს აღარ მუშაობს… • ანტი ევროპული კანონი? - ვერ დააყენებენ ასეთ მოცემულობას, რადგან ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დააყენებს კითხვის ნიშანს, ევროპული ღირებულებების მიმართ… ჰო და ასეთი დილემის წინაშე დგანან. ამიტომაცაა დუმილი და პროცესის ბუნებრივ განვითარებას ელოდებიან, იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვონ“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.