9 წელი მიუსაჯეს ლაზარეს
ვინც ერთხელ მაინც დაესწრო მის სასამართლოს, მისთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით რომ ეს ბიჭი ჰაერიდან მოტანილი ბრალდებებით, წმინდად პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში
გამოარჩიეს ორიგინალური გარეგნობის გამო, პროპაგანდის მანქანის მეშვეობით დაარწმუნეს ხალხი რომ მან მოლოტოვი ისროლა, რამდენიმე პოლიციელს დააწერინეს აბდაუბდა თითქოს სიბნელეში, ოცი მეტრიდან ამოიცნეს ნიღბიანი ადამიანი, და გაუშვეს ციხეში - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"განაჩენის გამოტანა სპეციალურად გაწელეს, რათა დამთხვეოდა რუსული კანონის ინიცირებას
ქვეყნის თავისუფლებისთვის და ადამიანური, ცივილიზებული მომავლისთვის ბრძოლას თუ გადაწყვეტ, შეიძლება ციხეში გალიო საკუთარი ცხოვრება (როგორც რუსეთში) - ესაა გზავნილი
გათვლა აქვთ რომ ამით თქვენ შეგაშინებენ და არ გამოხვალთ ქუჩაში ქვეყნის გარუსების გასაპროტესტებლად
ამ დროს ათასი მართლა მოძალადე, კორუმპირებული, გადამგდები, ნაბიჭვარი ხელისუფლებაშია მოკალათებული და რუსეთს ულოკავს ტრაკს
მოეტ₾ნებათ პატრონი
ნანახი მაქვს ეს ფილმი" - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.