საუბარია, წინასაარჩევნოდ პარტიების ტექნიკურ გაერთიანებაზე - თუ მივედით მაგ წერტილამდე, გეტყვით, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა
„ერთი ნომრით არჩევნებზე გასვლა და ერთ პარტიაში ყოფნა სხვადასხვა რამეა. არავინ არ განიხილავს პარტიების შერწყმას. ყველა პარტიას, ვისაც აქვს თავისი იდენტობა, დარჩება იდენტობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა და დაგვრჩება ჩვენი იდენტობა. საუბარია ტექნიკურ გაერთიანებაზე წინასაარჩევნოდ, თუ აქამდე მივედით", - განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან ერთად თავს ერთ გაერთიანებაში, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ჯერ გაერთიანებამდე არ არის მისული.
„საუბარი გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე. თუ მივედით მაგ წერტილამდე, გეტყვით. ერთიან სიაზე საუბარი ჯერ არ არის. მანამდე არ ვართ მისული. სიაზე საუბარი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამის შემდეგ, როცა სხვ საკითხებზე შეთანხმება მოხდება. პირველ რიგში მოხდება შეთანხმება, რომ ერთად გავდივართ არჩევნებზე“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.