პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს:
ქართული ოცნება / Georgian Dreamნუ აწვალებთ ამდენს მაგ უბედურებს ყოველ ღამით მოგვეცით ნაწილი და გაგიკრავთ მაგ პლაკატებს, სადაც იტყვითდღისით, მზისით - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისათვის: თბილისში, მარო მაყაშვილის აღმართზე გვიან ღამით ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საინფორმაციო პლაკატები ჩამოხიეს, რომელიც გამჭვირვალობის კანონს ეხებოდა.
შეგახსენებთ: კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. „გამჭვირვალობის კანონი“ არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს.