ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ს მოუწევს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მის ხელში ვერ იქნება ძალოვანი სტრუქტურები, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა
„ან უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ხელისუფლებასთან შესაძლებელია რაღაც ტიპის ალიანსი და ეს ხელისუფლება შეიძლება გაკეთილშობილდეს და ჩვენ მოვიპოვოთ მეტი თავისუფლება, ეს ქვეყანა დაადგეს სწრაფი განვითარების გზას... მე ამის არ მჯერა, იმიტომ, რომ ამათ ხელში არის მთელი ძალაუფლება და ერთადერთი, რაც აინტერესებთ ამ ძალაუფლების შენარჩუნება არის და არიან მატყუარა, გადამგდები ხალხი - ჩვეულებრივად რუსული ბუნების მატარებელი. არ მჯერა, რომ მათთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა შესაძლებელია მეტი თავისუფლებისკენ ნაბიჯი გადაიდგას.
მომავალში განვიხილავ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იქნება რაღაც ტიპის კოალიცია, ოღონდ ენმ არ იქნება არაფრის ცენტრში, ენმ-ს მოუწევს კოალიციაში ყოფნა. ენმ-ს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოუწევს ძალიან კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მის ხელში ვერ იქნება, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურები", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.