რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ საარჩევნო კამპანია აფხაზეთში მღელვარედ წარიმართა, მაგრამ მთავარია, რომ ხალხმა გამოთქვა მოსაზრება.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთი დაეხმარება ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის გადაჭრაში, რაც უზრუნველყოფს მისთვის ჰუმანიტარულ მიწოდებას.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ბადრა გუნბამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მოსკოვის მხარდაჭერით, აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს განვითარდეს და დაამყაროს ეკონომიკური ურთიერთობები.