ბევრს არ სჯეროდა, თუმცა ნათელი იყო. მთავრობის გუშინწინდელი განცხადება იმპიჩმენტისკენ მინიშნებას წარმოადგენდა.
იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას 100 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, რაც ამჟამად ოცნებას არ აქვს (ფორმალურად 84 მანდატს აკონტროლებს). - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
"მაშინ რა გათვლა აქვს მმართველ გუნდს:
1. მისი მიზანი არ არის პრეზიდენტის გადაყენება. მას სურს საკონსტიტუციო სასამართლოში ეს დავა მოიგოს და სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოცხადოს. ამით მას პოლიტიკური დელეგიტიმაცია გაუკეთოს;
2. მართალი ფორმალურად ხმები არ ყოფნის, მაგრამ მას ჰყავს “ევროპელო სოციალისტები” და დამატებით სხვების მომხრობასაც შეეცდება.
უფრო პირველი ვარიანტი მგონია, ნაკლებ პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს ოცნებისთვის და ნაკლები ძალისხმევასაც მოითხოვს მისგან, სარგებელი კი აქვს." - წერს ვახუშტი მენაბდე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება