„ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენი პარლამენტისთვის არის მომავალი არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ჩაწერილია შარლ მიშელის შეთანხმებაში“,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"იმისათვის რომ ჩვენ რამე პერსპექტივა გვქონდეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ორ მიმართულებაზე შეთანხმება. ერთი, ის, რომ ჩვენი პარლამენტი უნდა გახდეს ორგანო, სადაც იქნებიან მართლა პოლიტიკოსები, რომლებიც სიტყვებს მნიშვნელობას მიანიჭებენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი მომავალი პარლამენტი გახდეს იმდენად დასავლური, რომ ეჭვი არავის დარჩეს, რომ ჩვენ რუსული მიმართულებით ვმოძრაობთ. ჩვენი გამოსავალი, მთელი ოპოზიციის არის ის, რომ შევთანხმდეთ რა წესია ის, რაც მტრებსაც კი გვათამაშებს ერთ თამაშს და ეს არის ბუნებრივი ბარიერი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.