ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ოპოზიცინერებმა ვიღაცა ახალი ბელადი უნდა გაგვიძრონ ჯიბიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებს - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ჩვენ, ოპოზიცია რეალურად, რაღაც თვალსაზრისით საკუთარ შეცდომებსაც გავიაზრებთ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ წარსულსაც კრიტიკულად გადახედავს და ამ დროს ის რაღაცა წარმატებები, რომელიც მას ჰქონდა, ამ თვალსაზრისით შევა სხვა პარტიებთან დებატებში, ადამიანები დაინახავენ, რომ ესენი კი არ იმალებიან და ისევ ვიღაცა ახალი ბელადი კი არ უნდა გაგვიძრონ ჯიბიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებს და ის უფრო კეთილი, პროგრესული იქნება, არამედ არის ბევრი ადამიანი, ბევრი შეხედულებით, ესენი ერთმანეთში კამათობენ, საზოგადოება ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართულია და ფაქტობრივად, რაღაც თვალსაზრისით, სიმართლით მივდივართ არჩევნებამდე, რაც არ გაგვიკეთებია 2012 წლის მერე. ფაქტია, რომ ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება“ - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.