დასავლეთში ქართველი ამომრჩევლის მიმართ რწმენა არის ძალიან მაღალი, რომ ქართველი ხალხი თავის საქმეს გააკეთებს. მთავარი ბრძოლის ველი იქნება მას შემდეგ, რაც ხმები დაითვლება, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“იმის მიუხედავად, რამდენად დიდიც არ უნდა იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ძირითადი წნეხი, ძირითადი მამოძრავებელი ძალა სადამკვირვებლო საქმიანობაში არიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. დასავლეთში ქართული არასამთავრობო სექტორის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. ძალიან მაღალი არის კონსულტაციის ხარისხი, რომელშიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ საკუთარ კოლეგებს დასავლეთში. ამიტომ, ყველა დაელოდება იმ დასკვნებს, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან.
დასავლეთში ქართველი ამომრჩევლის მიმართ რწმენა არის ძალიან მაღალი, რომ ქართველი ხალხი თავის საქმეს გააკეთებს. მთავარი ბრძოლის ველი იქნება მას შემდეგ, რაც ხმები დაითვლება.
საერთოდ, ქუჩაში ხალხი გამოჰყავს ხელისუფლებას. არასდროს არ გამოსულა ხალხი ქუჩაში ოპოზიციის გამო. ისინი ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოჰპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.