სუვერენიტეტის ის იდეა, რომელსაც კობახიძე გვთავაზობს, სინამდვილეში არის იზოლაციონიზმი,- ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„სუვერენიტეტის ის იდეა, რომელსაც საქართველოს კობახიძე სთავაზობს, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით დუგინის მიერ დამუშავებული კონცეფცია სუვერენიტეტის, რომელიც სინამდვილეში უდრის იზოლაციონიზმს. სუვერენიტეტის ის ვერსია, რომელსაც კობახიძე გვთავაზობს, როდესაც ამბობს, რომ თურმე ჩვენი წესებით, ჩვენი პირობებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მისთვის ევროკავშირში, ან ნატოში რა წესები მოქმედებს, საქართველო როგორც გადაწყვეტს, ყველაფერი ისე უნდა იყოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში, ჩვენ ხომ სუვერენიტეტს ვიცავთ. ეს არის სინამდვილეში, იზოლაციონიზმი და არა სუვერენიტეტი",- ამბობს თინა ხიდაშელი.