„ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობის უდიდესი უმრავლესობა, მცირე გამონაკლისის გარდა, ალალად მოსკოვის ორბიტაზე ტრიალებს და რომც დაიწყონ სხვაგვარად ლაპარაკი, მათი დღეს არავის არ სჯერა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა,- ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობის უდიდესი უმრავლესობა, მცირე გამონაკლისის გარდა, ფუნდამენტურად ანტიევროპულია, ღირებულებებით ანტიევროპულია. ღირებულებებით, შეხედულებებით ჩარჩენილია შუა საუკუნეებში, ქვის ხანაში. ადამიანები, ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთი ტექსტებით ლაპარაკობენ, ისეთი მავნე და უმძიმესი სახე გამოავლინეს საკუთარი რეალური ღირებულებების და მიდრეკილებების, რომ ისინი თავად ეკუთვნიან ფუნდამენტურად იმ რუსულ ორბიტას და რუსულ სამყაროს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ისინი ალალად, გულწრფელად მოსკოვის ორბიტაზე ტრიალებენ და რომც დაიწყონ სხვაგვარად ლაპარაკი, მათი დღეს არავის არ სჯერა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.