„ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ხალხი შეცდომაში შეგვყავს, სინამდვილეში კი ქვეყანა ევროკავშირში შეგვყავს, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„რაც ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ 14 მილიარდ ევროიან ფონდზე, ჩვენ გვესმის წარმოუდგენელი კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან. „ქართული ოცნება“, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს და ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 162 მილიონი ევრო, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის. შესაბამისად, ეს არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოს ეძლევა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ხდება, არამედ რა წამს ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ძალიან მალე, უმოკლეს დროში საქართველოს ეძლევა წვდომა ამ ე.წ. IPA-ის ფონდზე. მე შემიძლია ასევე ვისაუბრო იმაზე თუ რაში იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები ამ თანხებს, ეს არა არის მხოლოდ ინსტიტუციური გაძლიერება, ეს არის კონკრეტული თანხები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მოქალაქეების საჭიროებებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.