ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ ოპოზიციური ერთობის დემონსტრირება იმის დასაფიქსირებლად, რომ ჩვენ არ მივიღებთ მოპარული არჩევნების შედეგებს, არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას, უარს ვამბობთ მანდატებზე, ისევე როგორც პროცესში პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი როლი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"დღევანდელი განხილვაც ემსახურებოდა უკვე პარტიებს შორის მომავალი ნაბიჯების დაგეგმვას პრეზიდენტთან კოორდინაციით. იმისთვის, რომ ინტენსიური კოორდინაცია და მუშაობა გაგრძელდეს, ახლა პრეზიდენტის სასახლეში მივდივართ. როდესაც არჩევნები არა ერთი და ორი პროცენტით გაყალბდა, არამედ ტოტალურად მიტაცება მოხდა, ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება, ამ მოცემულობაში რაციონალური იყოს, არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, რომელსაც ჩაატარებს არა კალანდარიშვილისა და სუს-ის მიერ კონტროლირებადი ცესკო, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია. ამის საერა ახალი არჩევნების ჩატარება, რათა ქართველი ხალხის ნება აისახოს პარლამენტში, მთავრობასა და ხელისუფლეთაშორისო გამოცდილება არსებობს და, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელიბის მმართველობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.