ოპოზიციაში გადაჯგუფებები საკმაოდ ზანტი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც არ არის სწორი მოცემულობა, არც ის არის სასიამოვნო სანახავი, როგორი გაცხარებული საუბარი მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ ოპოზიცოონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო დროზე დასრულდება ალტერნატიული ცენტრების ფორმირება, მით უკეთესი იქნება, რადგან მოსახლეობამ ნახოს, ალტერნატიული ძალები და მათ შორის კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა.
„სამწუხაროდ, ლანძღვის გარდა, ხედვებიც უნდა არსებობდეს იმ პრობლემების გარშემო, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მოცემულ სიტუაციაში მთავარი პრობლემაა არა რომელიმე პოლიტიკოსის წარსული, არამედ ხედვების ნაკლებობა. წარსულის მიუხედავად, მომავალზე უნდა იყოს მსჯელობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.