ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ, თინა ბოკუჩავამ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ ბრიფინგი გამართეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ქალი დეპუტატების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

მათივე თქმით, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ რუსული მეთოდებით იბრძვის და ისინი გეგმავენ, საქმის კურსში ჩააყენონ როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც დღეს მან იკადრა, კაცობა არ ჰქვია. სწორედ ეს არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ როდესაც არ აქვს პასუხი პუტინთან მთავრობის წევრის და ვიცე-პრემიერის სადილზე, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე სამხედრო ფლოტის სახით, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების მიმართ. როდესაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ეს წარმოადგინა ირაკლი ბერაიამ ამ პარლამენტში.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბერაიას, ასევე სრულიად „ქართულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ ვეუბნები სახელმწიფო უსაფრთხოების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარი არის ოკუპაციაზე, არ გავჩერდები მაშინ, როდესაც პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს პუტინის მოსასმენი სიტყვიდან. ამ ბინძური მეთოდებით ვერ გაგვაჩუმებთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"

ირაკლი ბერაია: თეონა აქუბარდია ნატოს საპარლმენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა