თეონა აქუბარდია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ბაძავს, ეტყობა - ზრდილობის ზღვარს მიღმა გავიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ირაკლი კობახიძემ თეონა აქუბარდიას მისამართით განაცახადა, „მისმა პარტიამ“ უნივერსიტეტიდან გააგდო 2010 წელს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკა.
„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც დღეს არის ამ დარბაზში წარმოდგენილი,თეონა აქუბარდიას , ქალბატონ სალომეს ბაძავს ეტყობა - ზრდილობის ზღვარს მიღმა გავიდა. შესაბამისად, მის კითხვებს არ ვუპასუხებ. კითხვა ეხებოდა იმას, მე სად ვიყავი თავის დროზე. მინდა გითხართ, რომ თქვენმა პარტიამ უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ თეონა აქუბარდიას, რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ადგილიდან რეპლიკით უპასუხა.
„უზრდელობა არ გეპატიება. „ნაციონალს“ არ ეპატიება უზრდელობა ამ დარბაზში“, „ნაციონალების“ უზრდელობის ადგილი სხდომათა ამ დარბაზში არ არის. გაჩუმდი თეონა“.- თქვა ირაკლი კობახიძემ.