"შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ეხმაურება.

„ვეტო იყო გამართლებული მა ყველაფერზე და მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს სავარაუდოდ დაძლევს „ქართული ოცნება“, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს ამაზე დავა იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება იმ ძირითად პრინციპს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული და პოლიციელი არ უნდა წყვეტდეს მისცეს თუ არა უფლება მომიტინგეებს, როგორ გამოხატოს თავისი პროტესტი“, - განმარტა აქუბარდიამ.