ღარიბაშვილის დროინდელ მთავრობის დადგენილებებს ცოცხალი თავით არ ასაჯაროებენ - როგორც ჩანს, კორუფციის დიდი სუნი ტრიალებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ის რომ მთავრობის დადგენილებების გასაჯაროება კობახიძემ დაიწყო, ეს პოზიტიურად არის შეფასებული. ბუნებრივია, ამას ყველა გეტყვით, ისევე როგორც ხალხი, რომელიც დემოკრატიის სადარაჯოზეა საქართველოში. 7-8 მარტის აქციებიდან ერთი წელი მთავრდება, არავის დავიწყებია აქ, მაგრამ ის რომ მთავრობის დადგენილებები ღარიბაშვილის დროინდელი დახურულია და ამას ცოცხალი თავით არ ხსნიან გრიფს, არ ასაჯაროებენ, ესეც ხომ მაჩვენებელია იმის, რომ რაღაცა, როგორც ჩანს, არ არის წესრიგში და როგორც ჩანს, კორუფციის დიდი სუნი ტრიალებს ამ განკარგულებებში და ამიტომ არ ასაჯაროებენ",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.