„ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

“ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს ? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას ? პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია. ყველა ზღვარს სცილდება ამ ქალბატონის საქციელი.” - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.”