"კობახიძის განცხადება იყო თავიდანვე ბოდვა, რაც დაადასტურა მისივე გუნდის წევრმა, ლილუაშვილმა. ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ვერ დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა."- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ

"კობახიძის განცხადებას, თითქოს და ვარჰეიმი დაემუქრა ლიკვიდაციით, ეს რა თქმა უნდა, იყო თავიდანვე ბოდვა, რაც იყო ძალიან არასერიოზული განცხადება და იგივე დაადასტურა სუს-ის ხელმძღვანელმა, მისივე გუნდის წევრმა. შესაბამისად, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ვერ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი  - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა - ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები და ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო"

პრემიერის განცხადების შემდეგ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრმა  ოლივერ ვარჰეიმ  განცხადება გაავრცელა,   სადაც აღნიშნულია, "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებაზე მინდა, გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი"