“ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხვალ პარლამენტში და ასევე ვაპირებთ დავაყენოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა მიხეილ სააკაშვილის თემაზეც.“ - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშია.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.
მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა თემურ ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა საგამოძიებო კომისიაზე და თქვა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის შექმნას და ასევე დააყენებენ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას;
„ხვალ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საგამოძიებო კომისიას, რომელიც უკვე დიდი ხნის დაანონსებულია. ამასთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ დავაყენოთ საკითხი ასევე მიხეილ სააკაშვილის გარშემო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ოპოზიცია დღეს არის მობილიზებული და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა დავაყენოთ.“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.