სანამ ენმ-ის ბოლომდე განადგურება არ მოხდება, ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„მე მიშაზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკს არ შევწყვეტ. როგორც კი ესენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, მაგრამ, რომ არიან, მეც ვარ. სტრასბურგში ძალიან კარგი სამსახური მივატოვე. დავდიოდი ევროპაში, ჰიმალაის მთებში, აფრიკაში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ როგორც კი მოხდა დიდი ვარდების, დიდი რევოლუცია, ჩემს მაგიდაზე იმატა საქმეებმა, რომელშიც რასაც ვკითხულობდი, ჯოჯოხეთი იყო. მათ შორის ოჩიგავასა და მოლაშვილის საქმეებმა - მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა წავიდე და რასაც შევძლებ, იმას გავაკეთებ-მეთქი. სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება, სულ არ მრცხვენია ამ სიტყვების, არ მოხდება, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ. მე ვარ ამ გუნდის წევრი და ვიქნევ ამ ხმალს სხვებთან ერთად“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.