ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.
მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. - ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.


"დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.
ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!
მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!" - წერს თეა წულუკიანი. 

ცნობისთვის, საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის ქეთა გაბიანის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურები დაიწყო. - “ვისაც ასეთების ხალისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ”  საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

2022 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ქეთა გაბიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა: ძალიან უზრდელური პოსტი იყო და წავშალე - მე ვუთხარი თეა წულუკიანს, რომ ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო