თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაკეტილია.
მანამდე, აქცია რესპუბლიკის მოედანზეც გაიმართა, რომლის მონაწილეების თქმით, საჯარო სექტორის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან და ითხოვენ, გათავისუფლდეს ყველა ის პირი, რომლებიც აქციების პერიოდში დააკავეს. ასევე, საქართველოს დაუბრუნდეს ევროპული არჩევანი და გაიმართოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მყოფ აქციის მონაწილეებს განათლების სამინისტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით შეუერთდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.