"ყველა დელუზიური იდიოტი, ვინც შტატებს აგინებთ და თვლით რომ შეეერთებული შტატებთან პარტნიორობის გარეშე დავიცავთ რუსეთისგან სუვერენიტეტს, შემდეგ არჩევნებში ალბათ ბიძინა ივანიშვილს მისცემთ ხმას?" - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"გამოუცვნია" კაცს რა გინდოდათ და გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა.

მეჯავრებით დებილები." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. 

ზელენსკიმ და ტრამპმა მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მწვავედ იკამათეს, რის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა დელეგაციამ, თეთრი სახლი დატოვეს. ასევე,  გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენციაც. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა -  პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის