"ფედერალისტები" ვართ არჩევანი, ვძლიერდებით და ამას ყველა ხედავს მგონი, შეუიარაღებელი თავლითაც, რადგან ჩვენ ვპასუხობთ ზუსტად პროტესტის მოთხოვნას. ჩვენ ვართ "ქვემოდან ზემოთ" პარტია, ჩვენი საყრდენი არის ჩვენი მხარდამჭერები. არჩევნები თუ ჩაინიშნება, ადამიანები დაიწყებენ ვარიანტების ძიებას. არსებული ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ამ შემთხვევაში, ოფცია არ არის, იმიტომ, რომ ხალხი უკმაყოფილოა." - ამის შესახებ  "ფედერალისტების" ლიდერმა, თამარა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა. 

"სინამდვილეში, ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ამისთვის, ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილთან რომ ვისხედით, ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ პროტესტს დავიცავთ იმით, რომ მოვაგროვებთ პროტესტის მონაწილეების უფლებადამრღვევთა სიას - იქნება ეს რიგითი გამომძიებელი, მოსამართლე თუ პროკურორი და გადავცემთ იმისთვის, რომ ისინიც დასანქცირდნენ, რომ რიგითებმაც იგრძნონ, უკანონო ბრძანებების შესრულება უკვალოდ მათთვისაც არ ჩაივლის - ამაში ვართ ერთიანი.

რაც შეეხება ერთიან სიას - ვაშაძეს უბრალოდ სხვა თემა არ გააჩნია. ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები, საბედნიეროდ, ვერ მართავენ იმ პროცესს, რომელიც ქუჩაშია დაძრული, რომელიც ქვემოდან ზემოთ მოდის და ეს მაიმედებს ზუსტად, რომ ოპოზიციასაც უშველის ეს მოძრაობა. დაკვეთა იმდენად ძლიერია, რომ ოპოზიციაშიც რაღაც შეიცვალოს, შიგნით ოპოზიციურ პარტიებშიც მიდის დუღილი. გარედან, შეიძლება, ეს ყველაფერი არ ჩანდეს, მაგრამ ეს დუღილი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მათში უნდა შეიცვალოს. კიდევ უფრო მეტად ფართოვდება კონსენსუსი იმაზე, რომ ქართველ ხალხს უნდა ველაპარაკოთ ცვლილებების შინაარსზე. მგონია, რომ ეს პროტესტი განაპირობებს იმას, რომ ოპოზიციასაც ჭკუაზე მოიყვანს და მე ვხედავ ამას რეალურად, ვხედავ, როგორ იხსნება ნელ-ნელა ის თემები, რაც მანამდე დახურული იყო. მაგალითად, როცა მე გამოვდიოდი რაღაც შეხვედრებიდან, ამ სამი პარტიის ტელევიზიები ტრიალდებოდნენ და ზურგს მაქცევდნენ - ეს იცვლება ნელ-ნელა, ხვდებიან, რომ ასე არ არის, ხალხი ითხოვს, იმეორებს იმ გზავნილებს, რაც სწორია," - აცხადებს თამარ  ჩერგოლეიშვილი.