ეს ქალი ევროპული საქართველოს თავმჯდომარეა ჩოხატაურში.
კადრი მამუკა ხაზარაძის ვიდეოდანაა - ხაზარაძეა ჩასული ჩოხატაურში, რაღაც დარბაზი გაუვსია, ვიდეო გადაუღია სიმრავლისთვის და ბუსტავს.
რაზე საუბრობს იცით? - არ გეგონოთ ჩვენი პარტია ზემოდა ქვემოთ იმართებაო, ჩვენო ... "ქვემოდან ზემოთ" პარტია ვართო. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მე მართლა მივესალმები, რომ ხალხის დაკვეთა იმდენად ძლიერია, ხაზარაძეს გამეორება უწევს.
დიდებულია, რომ ხაზარაძე წლების შემდეგ ალაპარაკდა იმაზე, თუნდაც უშინაარსოდ, რასაც წლებია ვამტკიცებ (ჩანაწერიც არსებობს 2021 წლის, სადაც ბადრი ჯაფარიძეს ვუხსნი ამ მიდგომის აუცილებლობას და ვერ იგებს, რას ველაპარაკები).
მაგრამ ხაზარაძის სიტყვა და ხაზარაძის საქმე ჯერჯერობით კილომეტრებითაა ერთმანეთისგან დაცილებული.
მას თავისი ფესვები არ გააჩნია.
სხვა პარტიებისგან თხოულობს სიმრავლეს, რომ მისივე ნაყიდ ტელევიზიაში აჩვენოს და სოცმედიაში დაბუსტოს.
ეს არის ქართული პოლიტიკის სისხლის კიბო!
ადამიანის, არა როგორც მოაზროვნე არსების განხილვა - რომელსაც თავისი პოლიტიკური გემოვნება და პრიორიტეტები აქვს, თავისი პარტია აქვს ... შენ არ უნდიხარ!
არამედ როგორც უშინაარსო სიმრავლის შემადგენელ ერთეულად განხილვა, იმისათვის რომ ხაზარაძეს "კარწინკა" გაუკეთოს.
აი ასე ააფეთქა დემოკრატიზაციამ ჩვენი წინა პარტია - კაკომ სხვა პარტიებს გამოართვა დელეგატებად ხალხი, რომ ახალგაზრდების მიერ შექმნილი ავთენტური, ნაღდი პროცესისთვის მოეგო და ამაში გამოვიჭირეთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.