ბიძინა ივანიშვილი თავისი ბუნებით არის მტაცებელი, პროპორციულ არჩევნებსაც დაგპირდა, მაგრამ წაგართვა. შესაბამისად, სტატუსს ის მიიღებს, როგორც მწვანე შუქს, რომ გაცილებით უარესი აკეთოს, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მთელი ერთი წელია „ოცნება“ რას აკეთებს? - დასავლეთს აგინებს, ანტიდასავლური პროპაგანდა მიდის საოცარი, რეპრესიებს აწყობს, ადამიანებს იჭერს, ცარიელი პლაკატის ჭერის გამო და უპატივცემულობის, ანტიდასავლური პროპაგანდის გარდა ჩვენ არაფერი გვინახავს. როცა ამაში ხელისუფლება ჯილდოდ სტატუსს იღებს, ამის შემდეგ რას მოიმოქმედებს? ბიძინა ივანიშვილი რომ ხარ, დასავლეთს მთელი წელი აყენე შეურაცხყოფები, ყველაფერი გაუკეთე რუსეთს რაც სჭირდებოდა. რუსებით გადაავსე ქვეყანა, არც სანქციებს შეუერთდი, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გყავს, პოლიტპატიმრები გყავს, ამ ყველაფერს აკეთებ და ამაში ჯილდოდ იღებ სტატუსს და გადარჩი არჩევნებზე, ე.ი ყველაფერი სწორად აკეთე. ბიძინა ივანიშვილი თავისი ბუნებით არის მტაცებელი, პროპორციულ არჩევნებსაც დაგპირდა, მაგრამ წაგართვა. შესაბამისად, ამას ის მიიღებს, როგორც მწვანე შუქს, რომ გაცილებით უარესი აკეთოს“, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.