მელია არის მძევალი. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მელიას თავის მართლება ვნახე იმაზე, რომ კეზერაშვილის ფრონტია მისი გაერთიანება.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვიცით, რომ მელია ჩვენს პოზიციაზეა ოლიგარქიასთან დაკავშირებით.
უბრალოდ ის სიტუაციის მძევალია.
მან ვერ გაიტანა თავისი.
ის მომხრე იყო, რომ ის ერთობა შემდგარიყო რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევამ მკაფიოდ გამარჯვების საუკეთესო გზად ჩათვალა.
მაგრამ ოლიგარქიაში საზოგადოების აზრი არავის აინტერესებს.
ოლიგარქიაში მთავარია ოლიგარქის ინტერესები.
ამიტომ ჩაიშალა ის რაც უნდოდა ხალხს - ჩვენ, ლელო, ახალი + ის 2.5 პროცენტი რასაც ეს ერთობა იმატებდა (და ჩვენ მზად ვიყავით ხალხის დაკვეთისთვის გვეპასუხა).
მათივე კვლევებით გამოვლენილი საუკეთესო ერთობა ჩაშალა ოლიგარქიულმა ინტერესმა.
მელია არის მძევალი.
ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია.
ეს რომ ასე არ იყოს, ნებისმიერი ძალისთვის, რომელიც ამტკიცებს რომ მისი გზა ევროპისკენ მიდის, იოლი უნდა იყოს ოლიგარქიულ და პიროვნების კულტზე დაფუძნებულ ღირებულებათა სისტემას მკაფიოდ და ცალსახად გაემიჯნო და ამხილო.
ამის სანაცვლოდ, მელია მძევლად აიყვანეს და გაერთიანების სახელით, პიროვნების კულტზე და ოლიგარქიაზე თავდაუსხმელობის აღთქმა დაიდო“, - წერს ჩერგოლეიშვილი.