ბრიუსელში, ბოკერიას და გახარიას გარდა, პარტიებმა ხომ დადეს პირობა და ხელი მოაწერეს დათქმას, რომ 8 ივლისამდე კონფიგურაციებზე ჩამოყალიბდებიან? (ჩვენ არ მოვაწერეთ, იმიტომ რომჩამოყალიბებულები ვართ რა კონფიგურაციაა მისაღები და რა პირობებით - ჩვენი ხედვის სისწორე კვლევამაც დაადასტურა). ვერ ჩამოყალიბდნენ. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"გუშინ დილიდან ხომ ყვიროდნენ რომ რაღაც ალიანსი უნდა დაანონსონ საღამოს? ვერ დაანონსეს. ასეთ უპიროებს ვინც აძლიერებთ, ბიძინას გამარჯვებებზე ნუღარ მოთქვამთ, გადაგდება ბიძინას სპორტია.ამიტომ ვართ ფრთხილად - ეგომანიაკ ბატებთან ერთად პასუხისმგებლობის აღება (თუ ძლიერი მანდატი არ გაქვს და მათი ჩამონგრევა არ შეგიძლია, კონტროლის მიზნით) ამომრჩევე~ლის იმედგაცრუების ყველაზე მოკლე გზაა და ჩვენ ეს ყველაზე მწარედ და ზუსტად ვიცით - საკუთარ შეცდომებზე კი მხოლოდ იდიოტები ვერ სწავლობენ. "უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან" მათე 15:14