კეზერაშვილი როცა ხედავს, რომ შესაძლოა ენმ-ამ მთავარი ოპოზიციის სტატუსი დაკარგოს, შეეცდება ყველგან თავისი კვერცხი ჩადოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანისუსის“ ეთერში განაცხადა.
„კეზერაშვილს ჩვენ ახლოს არ გავიკარებთ არავისი გავლით. არ ვიცი ახლა კონკრეტულად ვის დააფინანსებს, მაგრამ მე ვიცი 2020-ში რა გააკეთა. ანუ ადამიანები ასე 4 წელიწადში იცვლებიან? კეზერაშვილმა რამე სხვა ტაქტიკები შეიძინა, ამომრჩეველთან მუშაობა ისწავლა და რეფორმები როგორ დაწერო ისწავლა, ეს ხომ არ უსწავლია არაფერი, ისევ იგივეს დაიწყებს. ერთიან სიაზე იწვალა, იწვალა, არ გამოუვიდა, ჩაეშალა და ახლა შეეცდება თავისი გავლენები... კაცმა დახარჯა ასობით მილიონი, „ფორმულა“ რა დაჯდა ? - მარეგულირებელზე დევს ოფიციალური მონაცემები. ბუნებრივია, ახლა როცა ხედავს , რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შანსია რომ პირველ ადგილზეც არ გავიდეს და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი დაკარგოს. ყველანაირად შეეცდება, რომ ყველგან თავისი კვერცხი ჩადოს და ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვუფრთხილდებით, მათ იმედებს ვერ გავაცრუებთ, რომ ჩვენთვის მოცემული ხმა კეზერაშვილის ყულაბაში აღმოჩნდეს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.