ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რასაც წინ უძღოდა „პალიტრანისის“ ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ამბობს: „კეზერაშვილი როცა ხედავს, რომ შესაძლოა ენმ-მ მთავარი ოპოზიციის სტატუსი დაკარგოს, შეეცდება ყველგან თავისი კვერცხი ჩადოს“.
„კეზერაშვილის კვერცხებზე ლაპარაკი დასრულებული არ მქონდა, აგერ ერთი „ნაცებში“ დაუდია გია ჯაფარიძედ და მეორეს მგონი ხაზარაძეს უდებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე ახალი სახელწოდებით გავლენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გაერთიანებაში გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა ასევე იქნებიან – გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი.