ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან „თავისუფალი" მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად, ძალიან დამაჯერებელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, სადაც ის ამბობ, რომ "დროას", "გირჩი -მეტი თავისუფებისა"და "ახალის" ერთობა, არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა.
„მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რი კეზერაო - ძაან თავისუფალი ვარ ჩრდილოვანი გავლენებისგანო.
ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან "თავისუფალი" მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად გვარამია ყავს, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია.
ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია - ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში).
P.S. თან ის პოლიტიკის ბრძენქალა რომ ყავთ, დაიმუქრა ჩვენ არც ჩვენზე თავდასხმებს ვუპასუხებთო და დღეს დილამდე გაძლო ამ დაპირებამ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.