წარმოიდგინეთ, ზელენსკი რომ რუსებს ტყვედ ჩაუვარდეს (ღმერთმა დაიფაროს) და ერთი ამბავი ატეხოს, მოლდაველი ვარ, მოლდავურის თარჯიმანი მომიყვანეთ და ჩემი გული იქ დამარხეთო .წარმოიდგინეთ, ამბროსი ხელაია რომ ბოლშევიკებს ტყვედ ჰყავდათ, ჩემი გული სხვა ქვეყანას ეკუთვნისო, გამოეცხადებინა და ქართულად ლაპარაკი შეეწყვიტა. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"წარმოიდგინეთ მიხეილ ჯავახიშვილი. წარმოიდგინეთ მარო მაყაშვილი.წარმოიდგინეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილი. წარმოიდგინეთ … მერე დაფიქრდით, ლიდერს ვის უწოდებთ და იმაზეც დაფიქრდით, რომ ფარჩაკისთვის ლიდერის წოდებით, საკუთარ თავზე გაცილებით მეტს იძახით, ვიდრე სააკაშვილზე. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს