"ქმედება იწვევს უკუქმედებას. 
ვისაც ჰგონია, რომ ვიღაც  ყველაფრის მკადრებელ არარაობებს მოისყიდი, ცილისმწამებლურ კამპანიებს ჩაატარებინებ ყოფილ თანაგუნდელებზე, დააბრალებ ყველაფერს რაც თავში მოგივა და ამაზე ადეკვატური პასუხი არ იქნება,  ღრმად სცდება - ავაოხრებ! - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას' მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ვისაც ჰგონია, რომ ყველაფრის მკადრებელ არარაობებს მოისყიდი და არა სინდისის, არა გონების, არა რეალობის, არამედ ფულით გაგულისებული ამბიციის კარნახით პოლიტიკურ ფიგურებს გაწევ, გამოწევ და შეგრჩება,  ღრმად სცდება -  გავამწარებ, ყველაფერს ავრევ რასაც თავისი არაადეკვატური ამბიციის კარნახით ხელს მოკიდებს.

ვისაც ჰგონია, რომ შანტაჟით მისთვის სასურველ შეფასებებს მიიღებს, ან თუ ვერ მიიღო - ეთერის დაბლოკვით საჯარო ცხოვრებიდან გამაძევებს, 
ღრმად სცდება - უფრო ხმაურიანად გავშუქდები და უფრო დიდ ზიანს მივაყენებ, ვიდრე ჩემი აზრები დაუბრკოლებლად რომ გამომეთქვა.

ვინც ამ ყველაფერზე თვალს დახუჭავს და მორალისტურად, “ელთიანობის” მიზეზით გაისუსება, იმის იმედით რომ ალიგატორი მას ბოლოს შეჭამს - თავს დავაკარგინებ 🙂 
მოკლედ, მე არ ვიცი თქვენ ვისთან გაგდიოდათ მაიმუნობა. 
მაგრამ ვისაც ახლა თავში გხვდებათ და ჩემზე იდორბლებით - ყველამ იცოდეთ, რომ ეს ჩემი ადეკვატური რეაქციაა იმ უმსგავსობებზე, რაც თქვენვე ჩაიდინეთ.

ესაა ერთადერთი სწორი, გონივრული და პატრიოტული რეაქცია - ჩემი აზრით, ცხადია. 
ვისაც შანსი აქვს, ჭკუას ისწავლის. 
ვისაც შანსი არ აქვს, მაგალითად გადაიქცევა სხვებისთვის. 
ალალია და ასე გავაგრძელებ -
ალალად!  
თქვენსავით კი არ მოვიქცევი - რამეს კი არ დაგაბრალებთ, ან თქვენი უსამართლოდ დარღვეული უფლებების დაცვაზე კი არ ვიტყვი უარს, ან კი არ დაგაშანტაჟებთ, ან მოსყიდული ხალხით კი არ დაგიწყებთ ბრძოლას - სწორად გაგაფარჩაკებთ. 
სიყვარულით, 
თამარა" - წერს თამარ ჩერგოლეიშვიკი "ფეისბუკში".