ვანო მერაბიშვილი დაბალ ღობედ ნახეს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილს პოლიტიკური წონა აქვს და იმაზე ცოცავენ და მასზე არაფრის თქმა არ შეიძლება. კეზერაშვილს ფული აქვს და ბაბლი ცოტა ფორმულაში დაასაქმა, ამიტომ მაგაზე არაფერს ამბობენ და ეს ვანო რაღაცა დაბალი ღობე ნახეს. ეს არის ჩვეულებრივი თვალთმაქცობა. ვანო არის მაგ პარტიის გენერალური მდივანი, მაგ ხალხმა, ვინც დღეს იძახის ვანო ჩემთვის მიუღებელიაო, კენჭი ნაცმოძრაობიდან მაშინ იყარა, როცა ვანო იყო მაგ პარტიის გენერალური მდივანი და ისეთივე წევრია მაგ პარტიის, როგორც მიშა სააკაშვილი. ერთადერთი ის არის, რომ ჩრდილიდან მართავდა ამ პროცესს, გარეთ არ იყო გამოსული და ეს არასწორია. ვანო მერაბიშვილი კი არ არის პრობლემა, პრობლემაა მართვის წესი, თორემ მერაბიშვილი უნდა თუ არა საქართველოს ამომრჩეველს, შეაფასებს საქართველოს ამომრჩეველი“- აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.