დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები, ბავშვებთან და მოქალაქეებთან ერთად, „მადლობის მარშს“ მართავენ.
მშობლების განცხადებით, აღნიშნული აქტით მადლობას უხდიან, როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მშობლების მიერ გამართულ აქციებში მონაწილეობდა.
მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების თქმით, რამდენიმეთვიანი ბრძოლის მთავარი მიზანი მიღწეულია, მათი გზავნილი კი არის, რომ ბავშვების სიცოცხლე გადარჩენილია.
ცნობისთვის, 4 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.













