ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა მერაბ მეტრეველის გადაცემაში ისაუბრა. 

"ნინი ბადურაშვილმა, რომელიც იმედი დატოვა, არ თქვა, რომ პოლიტიკის გამო დატოვა, არც პროტესტი გამოუხატავს, მაგრამ მას აღარ აწყობდა იქ ყოფნა. აქამდე აწყობდა, ანუ ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ რეჟიმის რბილ ქსოვილებს, აღარ აწყობდეთ იქ ყოფნა. აქ არ არის საუბარი რაღაც ხიშტებზე რომლებსაც ღირსების ორდერს ჰკიდებენ, რომლებსაც პრემიებს აძლევენ და რაღაცას იღებენ იმ დანაშაულში რასაც სჩადიან ქართველი ხალხის წინაშე. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც კარგი ცხოვრებისთვის იყვნენ რეჟიმთან და ხედავენ, რომ კარგი ცხოვრება ვეღარ ექნებათ. ანუ გაფართოებადი პროტესტი და პროტესტი რომელიც ფართოვდება, პროტესტი რომელიც მიმზიდველია და პროტესტი რომელიც თავისი მდგრადობით მომხიბვლელია,  ეს შლის რეჟიმის რბილ ქსოვილებს და ანუ პროტესტის  სამიზნე უნდა იყოს რეჟიმის რბილი ქსოვილები. და  პოლიტიკური პარტიების სამიზნე უნდა იყოს აი ეს ხიშტები. ჩვენ, ფედერალისტები ვაგროვებთ ყველა პროკურორის, გამომძიებლის, მოსამართლის შესახებ ინფორმაციას რომლებიც ჩართულები არიან რეჟიმის ანტიეროვნულ, არაკანონიერ ქმედებებში და ამას ვაწვდით ჩვენ დასავლეთში ყველა ჯგუფს, რომელიც სანქციებზე მუშაობს. რადგან ჩვენ მიგვაჩნია რიგით პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს, არ უნდა მიეცეთ ევროპაში გასვლის შესაძლებლობა, ამერიკაში გასვლის შესაძლებლობა. მათ ვერ უნდა მიიღონ დასავლური სერვისებით, საბანკო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის ის რაც შეიძლება იყოს ჩვენი შემაკავებელი რეჟიმის ხიშტების მიმართ.