პანიკა ყველაზე ცუდი მრჩეველია. ამიგდალას ჩასაცხრობად გთავაზობთ მარტივ არითმეტიკას: ივანიშვილმა რომ არჩევნები წააგოს უნდა აიღოს 35%-ზე ნაკლები. უფრო მეტი იოლი გასაყალბებელი იქნება და უზურპაციას რომ მოახდენს, წასართმევად ხალხი არ გვეყოფა. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი
"(აბსურდია ავტორიტარულ ქვეყანაში უბრალო უმრავლესობით არჩევენების მოგება, ან ხმების დაცვა - ყველა გატყუებთ ვინც გეუბნებათ რომ ივანიშვილი თუ 40% გადაცდა ხმებს დაიცავს - არ ეყოფა ამას ხალხი, ინსტიტუტები კი მიტაცებულია და არ ფუნქციონირებს).
ანუ ვიგებთ მხოლოდ მაშინ, თუ ივანიშვილი მესამედზეა ჩამოგდებული.
სად მიდის დანარჩენი 65%?
დავუშვათ სააკაშვილ/კეზერაშვილის ალიანსის ორივე ფრთამ თავისი მაქსიმუმი ქნა (ნაცები, აჰლები, ნაცგირჩები, დროა) ჯამში აიღო 35% - სიგიჟეა, შანსი არ აქვთ, მაგრამ მაინც.
ანუ ჯამში ბიძინა/მიშა/კეზერა - 70%
სად მიდის დანარჩენი 30%?
როგორ წარმოგიდგენიათ 30%-ის გაფლანგვა?
რამდენი პარტია გეგულებათ რომელიც 4,9%-ის ამღებია?
ევროპული საქართველო, გახარია, ლელო, ქოცგირჩები - სხვა არათუ ახლოს არაა ამ მონაცემთან, პრეტენზიასაც არ აცხადებს.
გაიფლანგა 19,6%. (ამის თეორიული შანსიც არ არსებობს ალბათ ხვდებით?)
დანარჩენი 10% სად მიდის?
ვინღა რჩება ვინც დამოუკიდებლად გასვლას აპირებს?
ვინ შეისრუტავს ამას?
ანტიმათემატიკური სისულელეა ბარიერის შიშის თესვა ბიძინას დამარცხების ამოცანებისთვის!
თუ ბიძინა აგებს, ფიზიკურად შეუძლებელია გაფლანგული ხმები მას დაეხმაროს.
ეს არის პანიკაზე გათვლილი ანტიმათემატიკური ნაცური პროპაგანდა.
ზუსტად ისე, როგორც ცვლილებების ომთან დაკავშირებაა პანიკაზე გათვლილი ქოცური პროპაგანდა.
იმედია გონიერი ადამიანები დაიმორჩილებენ ხვლიკებს თავებში და "მიშა კვდება-2" პროპაგანდას არ აჰყვებიან." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".