გახარია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს ყარტა-ყურტა ოპოზიცია კი არ აინტერესებს, არამედ თვით ბიძინა - მიწაზე უნდა დაეშვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„რეალურად გახარიამ ჩემზე კარგად იცის, რომ ივანიშვილთან დებატები არ შედგება. ამ ქვეყანაში ძალას ასხივებს ივანიშვილი, ამ ერთ კაცზეა ჩამოკიდული მთელი ქვეყანა, შესაბამისად, ძლიერად რომ გამოჩნდე უნდა დადგე და დებატები მოითხოვო ივანიშვილთან. მე-20 საუკუნის პიარის მეთოდებით ცდილობს სხვებზე მეტად წარმოაჩინოს, რომ აი ეს ყარტა-ყურტა ოპოზიცია კი არ აინტერესებს, არამედ თვით ბიძინა...
ბიძინას, რომელსაც ქვეყანა აქვს მიტაცებული და უცებ ესმის, რომ მისი ყოფილი პრემიერი, რომელიც მოხსნა, გააგდო და თუ უნდა უკან დააბრუნებს, უკან არ იხევს, მასთან დებატებს ითხოვს. ეს ყველაფერი არის კომედია, შარჟი და ეს ხალხი ჩარჩენილია წინა საუკუნეში, იმიტომ რომ რა დროს ასე ძალის გამოსხივება და პოზიციონირებაა, სოციალურ მედიაში ვართ და 380 გრადუსიდან ტალახს გვესვრის ხალხი იქიდნ და აქიდან, ხელმისაწვდომები ვართ ისედაც და ადვილად გაშიფვრადები. რეალურად გახარია მიწაზე უნდა დაეშვას"- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.