"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა და "ტაბულას" მფლობელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე დღის წინ ცხოველთა უფლებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა.
ჩერგოლეიშვილმა დაწერა - მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია , რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დღეს ისევ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება. რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"და მაინც რომელ ცხოველებს აქვთ უფლებები?
რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფლებები ჰქონდეთ?
ხამანწკებს აქვთ უფლებები?
თუ ხამანწკებს აქვთ, ბაქტერიებს არ აქვთ?
ინდაურებს?
მელიებს?
ადამიანი რომ ძაღლს აწამებს, ადამიანის პასუხისმგებლობა დგება - ან შეიძლება დადგეს.
და მელია რომ ინდაურის უფლებას შელახავს, ვისი პასუხისმგებლობა დგება?
როგორ ალაგებთ ამას თავებში?
როგორ აწესრიგებთ?
და თუ არ მოგიწესრიგებიათ, ამ დომხალს როგორ ეგუებით “ნერიახებო”? 😂" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.