ვცდილობ ხოლმე, რომ კეზერაშვილის ტიპის დაფინანსებებს ხელი არ მოვკიდო, ძირითადად ჩემს მეუღლეს „ვატყავებ“ - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა ტელეკომპანია აჭარის ეთერში განაცხადა.
„მე არ ვიცი კეზერაშვილი ვის აფინანსებს ოპოზიციაში. ყველამ კარგად იცის, თუ საჭიროა ოპოზიციას არ ვინდობ, რაც ვიცოდი ვთქვი მელიაზე, ჯერ ეს ერთი მელიას განცხადება ჰქონდა გაკეთებული, მე პარტნიორად ვთვლი კეზერაშვილსო და სამ თვეში თქვა, რომ ... ასეთი რაღაცები მიკვირს ხოლმე და საერთოდაც ვცდილობ ხოლმე, რომ ამ ტიპის დაფინანსებებს არ მოვკიდო ხელი, იმიტომ ვწვალობ მე, პირდაპირ გეტყვით, ძალიან ვწვალობ ჩემი პარტიით. ჩემი პერსონალური რეიტინგი უსწრებს პარტია „კანონი და სამართლის“ რეიტინგს და ამაზე ვიღაც არაგულწრფელი პოლიტიკოსი საერთოდ არ ილაპარაკებდა და მე ვაპირებ საუბარს ამაზე იმიტომ, რომ ეს ნორმალურია რომ უსწრებს იმიტომ, რომ მე ვკმაყოფილდები იმ ჩემი ბუკვალურად ორი კაპიკით, რომელიც არის პარტიის დაფინანსება და იმ დაფინანსებით მე რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, ამიტომ ძირითადად ვატყავებ ჩემს მეუღლეს იმიტომ, რომ არ მინდა რაღაცნაირად ვიღაცის ვალში ვიყო, ეს არ შემიძლია“ - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.