საკანონმდებლო ორგანო კორუფციონერ დასანქცირებულ მოსამართლეებს ღიად "კრიშავს" - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„უკვე მესამედ , ხელისუფლება -უმრავლესობა კვლავ გავიდა ბოიკოტში, რეგისტრაციას არ გავივლით სოლიდარობას ვუცხადებთ დასანქცირებულ მოსამართლეებსო. მსგავსი არაფერი მინახავს და მსმენია, საკანონმდებლო ორგანო "კრიშავს"ღიად, კორუფციონერ დასანქცირებულ მოსამართლეებს, დასავლელი პარტნიორები ხედავენ და ყველა დარწმუნდა სრულიად ყველა , ვინ აგდებს სამუშაო პროცესს და ვინ აფარებს ხელს კლანურ სასამართლოს. ნონსენსია -რაც ხდება...“- წერს ჩარკვიანი.