ყველა პრეზიდენტს გაუჭირდა რუსულ სისტემასთან ბრძოლა, გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძე ააფეთქეს - სააკაშვილი უნდა გადარჩეს, ეს ვალი შესასრულებელია!!!- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. 

„იმისტებო და ამისტებო!!!მოკლედ სახელმწიფო გვქონდა ფაქტია, გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა წინ ეს ფაქტია. შეცდომები იყო თუ არა???? (იმიტომაც ვიყავი ოპოზიციაში მე პირადად), რა თქმა უნდა იყო შეცდომები იმ პენიტენციურში მომხდარი დანაშაულებები იყო და თან გარეთ არავის გამოჰქონდა ამბავი "მოყვარეს" , სანამ ციხე არ აფეთქდა ,რომ "ააფეთქა მავანმა" და ბევრმა მოღალატემ გვიან იყო და ხელისუფლებაც მოიყოლა და ამას რუსეთის უშიშროება როგორ გაუშვებდა ხელიდან , თვითონაც ზედ უმატებდა -მეტი წილი ხელოვნურადაც ხდებოდა დანაშაულებები რუსეთზე მომუშავე "ტიპების" ხელით, ( ახლა ხომ უკეთ ჩანს) ესეც ფაქტია, კი ბატონო....... და მაინც სახელმწიფო გვქონდა, ნავთქურიდან ....... გზების ქალაქების მშენებლობლობით ყვაოდა წინ მიდიოდა , ამბიციებით ავანგარდში იყო ესეც ფაქტია ვერავინ წაუვა....... ჰოდა ამ სახელმწიფოს მშენებელი მართლა მშენებელი ნოვატორი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავს რუსეთზე მომუშავე მშიშარა ხელისუფალს გამომწყვდეული და ჩვენ???? ჩვენ ისევ იმ სისტემას ვებრძვით -მურუსიძე იყო რიგითი მაშინ ახლა დაწინაურებულია პირველი კაცია ამ ხელისუფლების მიერ და დასანქცირებული კორუმპირებული მოსამართლები ჩვენს მოქალაქეებს შვილებს ასამართლებენ!!!!!( ისე მინდა ყველას შევახსენო რომ ყველა პრეზიდენტს გაუჭირდა რუსულ სისტემასთან ბრძოლა , გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძემ ნავთობ სადენი რომ წამოიწყო ააფეთქეს და პირველი ზარი ელცინის იყო დილით"ედუარდ ამბროსოვიჩ ,რად გინდათ ეს ნავთობ სადენიო) ჰოდა ცოტა დავფიქრდეთ ჩვენ , თორემ რუსეთზე მომუშავე ხელისუფალი რომ არ იფიქრებს ესეც ფაქტიასააკაშვილი უნდა გადარჩეს, ესეც ფაქტია ვალია და ეს ვალი შესასრულებელია!!!“- წერს ჩარკვიანი.